ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ქუთაისის უნივერსიტეტის განსაკუთრებული შეთავაზება მობილობის მსურველთათვის!

 

2016 წლის 26 იანვრიდან მობრძანდით ქუთაისის უნივერსიტეტში და მოიგეთ იღბლიანი ბილეთი.

მობილობის ელექტრონულ პორტალზე www.students.eqe.ge დარეგისტრირებულ სტუდენტებს შორის გათამაშდება ლოტოტრონი, რომლის შედეგად გამოვლენილ  გამარჯვებულ პირველ სტუდენტს დაუფინანსდება ერთი წლის სწავლის საფასური, ხოლო მეორე და მესამე სტუდენტს - ერთი სემესტრის სწავლის საფასური!

რატომ  ქუთაისის უნივერსიტეტი?

ჩვენთან ყველა პროგრამა აკრედიტებულია და ფინანსდება სახელმწიფო გრანტით

ჩვენ გთავაზობთ:

  • სწავლის ძველი საფასურის შენარჩუნებას, თუკი მშობლიურ უნივერსიტეტში უფრო დაბალი გადასახადი გქონდათ;
  • დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს ყველაზე მოთხოვნადი განათლების მიღებით;
  • სწავლის საფასურის 10 ნაწილად გადახდას;
  • თქვენს მიერ ათვისებულ ყველა კრედიტი მაქსიმალურად აღიარებას;
  • ევროპის უნივერსიტეტებში მობილობაში ხელშეწყობას;
  • სტაჟირებას პრესტიჟულ პროფილურ დაწესებულებებში;
  • ინდივიდუალურ გრაფიკდა ხელშეწყობას დასაქმებული, სპორტსმენდა ხელოვანსტუდენტებისათვის;
  • განმეორებით საგნის გავლისათვის კრედიტის ყველაზე დაბალ საფასურს საქართველოში (20 ლარი)

მოსაწვევი

მობილობის მსურველთათვის

2016  წლის 28 იანვარს 14 სთ-ზე ქუთაისის უნივერსიტეტი გიწვევთ შეხვედრაზე ქ. ქუთაისის მერთან. ბატონი შოთა მურღულია ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე:

,,ქუთაისის განვითარება - რეალობა და პერსპექტივები.“

 

მის.: წერეთლის ქ.#13

ტელ.: 514 704 407