ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ბრძანება აბიტურიენტთა და მაგისტრანტობის კანდიტატთა მიღების შესახებ - 2018

ბრძანება აბიტურიენტთა და მაგისტრანტობის კანდიტატთა მიღების შესახებ - 2018

 

 

 

 

 

 

2018-2019 აკადემიურ წელს ქუთაისის უნივერსიტეტში 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატთა სტუდენტის მიღების ღონისძიებათა შესახებ

 

შპს ,,ქუთაისის უნივერსიტეტის“ წესდების 11.11 პუნქტის ა ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

 

  1. 2018-2019 აკადემიურ წელს ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური უმაღლესი  განათლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებით ჩარიცხვის მსურველი აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატების საბუთების მიღებაზე პასუხისმგებელ პირად დაინიშნოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ოფისის სამაგისტრო პროგრამებისა და მობილობის პროცესების მენეჯერი თინათინ მეფარიშვილი, ბაკალავრიატის პროგრამის მენეჯერები ნანა გუბელაძე და მარინა კირკიტაძე.
  2. აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება დაიწყოს 2018 წლის 10 სექტემბრის 10.00 საათიდან.
  3. აბიტურიენტის საბუთების მიღება დამთავრდეს 2018 წლის 14 სექტემბრის 16.00 საათზე, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატების საბუთების მიღება დამთავრდეს 2018 წლის 28 სექტემბრის 16.00 საათზე.
  4. აბიტურიენტებმა საბუთების მიღებაზე პასუხისმგებელ პირს უნდა წარუდგინონ შემდეგი საბუთები :

ა)  მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქისათვის- პირადობის მოწმობა, მოქალაქეობის არმქონე პირისათვის-ბინადრობის მოწმობა) დედანი და ქსეროასლი;

ბ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და მისი ყველა შევსებული გვერდის ქსეროასლი (სავალდებულოა მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისათვის);

გ) საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის, სერტიფიკატის ) დედანი და მისი ქსეროასლი;

დ) თავისი 6 ფოტოსურათი ზომით 3სმx4სმ და ამ ფოტოსურათის ელექტრონული ჩანაწერი CD დისკზე.

  1. მაგისტრანტობის კანდიდატებმა საბუთების მიღებაზე პასუხისმგებელ პირს უნდა წარუდგინონ შემდეგი საბუთები:

ა) მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქისათვის-პირადობის მოწმობა მოქალაქეობის არმქონე პირისათვის-ბინადრობის მოწმობა) დედანი და ქსეროასლი;

ბ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და მისი ყველა შევსებული გვერდის ქსეროასლი (სავალდებულოა მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისათვის);

გ) ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის, მაგისტრის, დოქტორის დიპლომის ან მათთან გათანაბრებული დოკუმენის დედანი და ქსეროასლი, ხოლო თუ დიპლომი ჯერ არაა გაცემული-შესაბამისი ცნობა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, რომელმაც მიანიჭა აკადემიური ხარისხი;

დ) სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის სერტიფიკატის დედანი (თუ ასეთი არსებობს) და ქსეროასლი;

ე) თავისი 6 ფოტოსურათი ზომის 3x4 სმ და ამ ფოტოსურათის ელექტრონული ჩანაწერი CD დისკზე.

  1. თუ წარმოდგენილი საბუთები უცხოენოვანია, მის დედანთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
  2. თუ საბუთები არაა წარმოდგენილი სრულყოფილად, ისინი დაუბრუნდეს წარმომდგენს და მიეცეს სრულყოფილი მითითება ხარვეზისა და მისი გასწორების საშუალების შესახებ.
  3. თუ საბუთები სრულყოფილადაა წარმოდგენილი:

ა) საბუთების მიღებაზე პასუხისმგებელმა პირმა საბუთების ქსეროასლები, რომლებიც წარმოდგენილია დედნებთან ერთად, წარმოდგენისთანავე შეადაროს დედნებს, დაამოწმოს თავისი ხელმოწერით და დაიტოვოს, ხოლო დედნები დაუბრუნოს წარმომდგენს;

ბ) აბიტურიენტმა/მაგისტრანტობის კანდიუდატმა, საბუთების მიღებაზე პასუხისმგებელი პირის დახმარებით შეავსოს და ხელი მოაწეროს განცხადებას სტუდენტად მიღებაზე;

გ) საბუთების მიღებაზე პასუხისმგებელმა პირმა აბიტურიენტის თანდასწრებით შეავსოს სწავლება-სწავლის ხელშეკრულება, პირველ სემესტრში სასწავლო კურსების არჩევის განაცხადი და ხელი მოაწერინოს აბიტურიენტს;

დ) თუ აბიტურიენტი არასრულწლოვანია (არაა 18 წლის), განცხადებასა და სწავლება-სწავლის ხელშეკრულებას ხელი, მასთან ერთად, უნდა მოაწეროს მისმა  სრულასაკოვანმა კანონიერმა წარმომადგენელმაც (მშობელმა ან სათანადო აქტის საფუძველზე წარმომადგენლად დანიშნულმა სხვა პირმა);

ე) საბუთების მიღებაზე პასუხისმგებელმა პირმა სიტყვიერად გააფრთხილოს მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს საბუთებს, რომ სამაგისტრო გამოცდა სპეციალობის საგანში/საგნებში ჩატარდება უნივერსიტეტის შენობაში 2018 წლის 2 ოქტომბერს, 11: 00 საათიდან. ხოლო უცხო ენაში - 2018 წლის 3 ოქტომბერს, 11:00-საათიდან;

  1. აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის  მსურველი მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის სამაგისტრო გამოცდები სპეციალობის საგანში/საგნებში ჩატარდეს 2018 წლის 2 ოქტომბერს , 11:00 საათზე, წერითი ფორმით, ხოლო გამოცდა უცხო ენაში - 2018 წლის 3 ოქტომბერს, 11 საათზე.
  2. სამაგისტრო გამოცდების საგამოცდო საკითხები გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე არაუგვიანეს 2018 წლის 20 სექტემბრისა.