სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიკულტურული განათლებისა და კულტურის კვლევების ცენტრი და ევროკავშირის პროექტების საერთაშირისო პროექტების DOIT, CURE, ASSET, DARE, ABC კოორდინატორების ერთობლივი ინიციატივით 2019 წლის 9 მაისს თბილისში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (სსუ) ჩატარდა აღნიშნული პროექტების იდეების დისემინაციისადმი მიძღვნილი კონფერენცია თემაზე „ევროკავშირის პროექტები DOIT, CURE, ASSET, DARE, ABC და განათლების თანამედროვე პარადიგმები“.
კონფერენცია ეძღვნებოდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საქართველო-ისრაელის ერთობლივ საერთაშორისო პროექტებს და სპეციალურად გაიმართა ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღეს.
კონფერენცია გახსნა შაბთაი ცურმა - ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენენ:
აღნიშნულ კონფერენციას დაესწრო შპს ქუთაისის უნივერსიტეტის CURE საპროექტო ჯგუფის 3 წევრი:
პლენარური სხდომის დასრულების შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექციებში. №2 სექციაში (სამოქალაქო განათლება: კვლევა და სწავლა/სწავლება) ერთობლივი კვლევითი ნაშრომით „სამოქალაქო განათლების თემატიკის ინტეგრირება VaKE მეთოდით ინგლისური ენის სწავლების პროცესში“ აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ მარიამ კილანავა და ელგუჯა დეისაძე, რომლებსაც დისემინაციის კონფერენციის დასრულების შემდეგ გადაეცათ სპეციალური სერთიფიკატები.