18 ივნისს უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის წევრებს ავსტრიული გამოცდილება გაუზიარეს ქუთაისის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა: საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა - თეონა გრიგოლაშვილმა და ლექტორმა გიორგი ჭუმბურიძემ.
თეონა გრიგოლაშვილი მიმდინარე წლის თებერვალსა და აპრილში იმყოფებოდა ავსტრიაში, ევროკავშირის საგრანტო პროგრამის “ERASMUS + “- ის პროექტის „კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიის პრინციპების ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში“ (CURE) სპეციალური მობილობის ფარგლებში.
წარმატებით გაიარა ხუთდღიანი კურსი სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდის - „თემზე დაფუძნებული სწავლება“ (CBL) შესახებ ზემო ავსტრიის პედაგოგიური უნივერსიტეტში (PH OÖ – ქ. ლინცი) .
გიორგი ჭუმბურიძემ კი ასევე წარმატებით გაიარა ხუთდღიანი კურსი - „ცოდნა და ღირებულებითი განათლება“ (VaKE) პარიზ-ლოდრონის უნივერსიტეტში (PLUS – ქ. ზალცბურგი) .