ქუთაისის უნივერსიტეტი 2011 წლის 2 მაისიდან აცხადებს კონკურსს შიგასაუნივერსიტეტო საგრანტო პროექტების დაფინანსებაზე (იხ. დებულება).
უნივერსიტეტის მიერ ფუნდამენტური და გამოყენებითი სახის პროექტებისათვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 20 000 ლარს. საბუთების მიღება წარმოებს 2011 წლის 2 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით.
დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ ქუთაისის უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრს (ოთახი №103, ტელ. 51273. სრ. პროფ. ნიკო ჩიხლაძე, ოფის-მენეჯერი თეონა გრიგოლაშვილი)