ქუთაისის უნივერსიტეტსა და ავსტრიულ ორგანიზაცია „ინტერდისციპლინარული პროექტების პლატფორმა - PIP”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც კომპიუტერული მეცნიერებებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროებში ერთობლივი პროექტების გახორციელებას ისახავს მიზნად.
ასევე, ავსტრიული ორგანიზაციის წარმომაგენლები ქართველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებებსა და შეხედულებებს გაუზიარებენ, რაც უნივერსიტეტს უკვე დაგეგმილი პროექტების ევროპულ დონეზე განხორციელებაში დაეხმარება.