ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ქუთაისის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მუშაობას ონლაინ რეჟიმში გააგრძელებს.
საჭიროების შემთხვევაში, გარეშე პირებმა, სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა განცხადებებით მოგვმართეთ მეილზე: [email protected]
განცხადების შაბლონები იხილეთ აქ: http://bit.ly/39PfgbR
შეკითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე.
სტუდენტები კი დამატებით დეტალურ ინსტრუქციებს sms-ებისა და მეილების სახით მიიღებთ.
შეგახსენებთ, რომ ყველაზე თანამედროვე და სრულყოფილი პლატფორმების მეშვეობით 4 მარტიდან უნივერსიტეტი სწავლების ასინქრონულ მეთოდზე, 10 მარტიდან კი სინქრონულ მეთოდზე გადავიდა.