ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

დებატ-კლუბის შეხვედრა

28 აპრილს, ქუთაისის უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით, დებატ-კლუბის შეხვედრა გაიმართა. ეს შეხვედრა პროექტ „ინფორმაციის ძალის“ ფარგლებში შედგა და დებატებში ქუთაისის უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტ „ლამპარის“ გუნდები მონაწილეობდნენ.

პროექტი „ინფორმაციის ძალა“ ქუთაისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება და მის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებებია გათვალისწინებული: საჯარო ლექციების გამართვა, ტრეინინგები, დებატებისა და ფორუმის ფორმატით მსჯელობა, ვებ-საიტის გაკეთება და ა.შ.

პროექტს საინიციატივო ჯგუფი ახორციელებს, მისი ავტორი და ხელმძღვანელი არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, იოსებ საღარეიშვილი. პროექტის ძირითადი მიზანია აქალგაზრდების გააქტიურება, მათი მეტი ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო ბაზის შექმნა რაც მათ სჭირდებათ სწავლის პროცესში და ზოგადად.

{Gallery dir='news/03-05-2011'}

პროექტ „ინფორმაციის ძალაში“ ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია ჩაერთოს, მიიღოს მონაწილეობა დებატებსა და ფორუმში, დაესწროს საჯარო ლექციას და ა.შ.  ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ შეხვედრა გამართა პროექტის წარმომადგენლებთან და ჩატარდა დებატების ფორმატში შეხვედრა.


ბოლო სიახლეები