ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლის
მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ან უცხო ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს
მოქალაქეებს, უნივერსიტეტი სთავაზობს დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათებლო
პროგრამას:
დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა
·
სწავლების ხანგრძლივობა: 6 წელი
·
სწავლების ენა: ინგლისური
·
სწავლების საფასური: 4000 აშშ დოლარი წელიწადში
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვამდე
აპლიკანტთან ტარდება გასაუბრება ინგლისურ ენაში.
სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები
· მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
· მოქალაქეობის არმქონე პირის განცხადებას მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნაცვლად უნდა დაერთოს ბინადრობის მოწმობის ასლი
· უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
· ფოტო სურათი 3X4
როგორ ხდება განაცხადის შეტანა?
შეავსეთ ქუთაისის
უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა რომელიც
შეიცავს შევსების შესახებ დეტალურ და ეტაპობრივ ინსტრუქციას. განაცხადის შევსების
შემდეგ უნივერსიტეტის წარმომადგენლის მიერ
ხდება დოკუმენტების განხილვა და ონლაინ გასაუბრების ჩატარება, აპლიკანტის
პროგრამაზე დაშვების წინაპირობების დაკმაყოფილების დადგენის მიზნით. შემდეგი
ეტაპია წარმატებული კანდიდატების დოკუმენტების წარდგენა განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნულ ცენტრში საგანმანათლებლო დოკუმენტების აღიარების მიზნით და
შემდგომ დოკუმენტების გაგზავნა საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროში უნივერსიტეტში სწავლის უფლების მოპოვების
მიზნით.
სწავლის უფლების მოპოვების
შემდეგ აპლიკანტთან ფორმდება ხელშეკრულება, რის შემდეგაც აპლიკანტი
იხდის სწავლის საფასურს.
სრული დოკუმენტაციის
წარმოდგენის შემდეგ ხდება აპლიკანტის ჩარიცხვა ქუთაისის
უნივერსიტეტში და სავიზო დოკუმენტაციის გაცემა.
სავიზო რეგულაციები
სავიზო რეგულაციებზე
ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
საკონსულო დეპარტამენტის ვებსაიტს.