ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს

ქუთაისის უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს

ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორად ლაშა კანდელაკიშვილი დაინიშნა. ის ქუთაისის უნივერსიტეტის მფლობელი უნივერსიტეტის - ევროპის უნივერსიტეტის დამფუძნებელი და პრეზიდენტია.  ახალი რექტორის გადაწყვეტილებით, იცვლება Unik-ის მართვის პოლიტიკა და სტრუქტურა. ამ ეტაპზე სტრუქტურული რეორგანიზაცია მიმდინარეობს.  ევროპის უნივერსიტეტსა და ქუთაისის უნივერსიტეტს საერთო მმართველი რგოლი ეყოლება.

ლაშა კანდელაკიშვილი უმაღლესი განათლების  სფეროში წლების განმავლობაში მოღვაწეობს.  ევროპის უნივერსიტეტი 2012 წელს დააფუძნა. ამჟამად უნივერსიტეტი საგანმანათლებლო პროგრამებს სამართლის, ბიზნესისა და მედიცინის მიმართულებით ახორციელებს.

ევროპის უნივერსიტეტი ფინანსურად მდგრადი ორგანიზაციაა. უნივერსიტეტში სწავლობს საქართველოს, ევროპისა და აზიის ქვეყნების ასობით მოქალაქე. საგანმანათლებლო პროცესი მიმდინარეობს თბილისში, ორ სასწავლო კორპუსში. უნივერსიტეტს აქვს პრაქტიკის ობიექტები, კველევითი ინსტიტუტები და თანამედროვე ინფრასტრუქტურა. წლიდან წლამდე ევროპის უნივერსიტეტის შემოსავლები იზრდება. ორგანიზაცია მოზიდული თანხების სრულ რეინვესტირებას ახდენს - ავითარებს ინფრასტრუქტურასა და სწავლების ხარისხს.


ბოლო სიახლეები