25 და 27 ივლისს ქუთაისის უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი თემაზე _ ,,საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება/განახლება“. აღნიშნული ტრენინგის მიზანი გახლდათ საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების/განახლების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების გაცნობა , საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების/განახლების შესაბამისად წარმართვა აკრედიტაციისთვის მზადების პროცესში და საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი შიდა სამართლებრივი აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. ტრენინგს მოდერაციას უწევდა უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ხარისხის განვითარების მიმართულებით სოფიო ხუნდაძე. ხოლო ტრენინგს ესწრებოდნენ საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები , პროგრამების კომიტეტების წევრები, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანები, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები.
ქუთაისის უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, დახვეწილი და შედეგებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განვითარებას. ვთვლით, რომ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებითა და თანამედროვე სამუშაო ბაზრის მოთხოვნის გათვალისწინებით შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამები სტუდენტებს უნივერსიტეტში მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობას მისცემს.