ქუთაისის უნივერსიტეტმა იმერეთის რეგიონში არსებულ ბიზნეს სექტორთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრა გამართა. პანელური დისკუსიისა და ბიზნეს ვახშმის მიზანი უნივერსიტეტსა და ბიზნეს სფეროს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა. საღამოს ქუთაისის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი და ევროპის უნივერსიტეტის რექტორი თამარ კერძაია წარუძღვა, რომელმაც სტუმრებს ქუთაისის უნივერსიტეტის ახალი ხედვები გააცნო და აქცენტი გააკეთა ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე. მისი თქმით, Unik-სთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბიზნეს სფეროს წარმომადგენლეთა მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა არის მოთხოვნადი დღეს დასაქმების ბაზარზე და როგორი ცოდნისა თუ უნარების მქონე კადრების საჭიროებაა რეგიონის მასშტაბით. მანვე სტუმრებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ქუთაისის უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტის მმართველობის რგოლში შევიდა და unik-ს ლაშა კანდელაკიშვილის სახით ახალი რექტორი ჰყავს.:
„პანელური დისკუსიის მიზანი ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებისაგან იმ გამოწვევების მოსმენაა, რომლებიც დღეს შრომის ბაზარზეა. გვინდა მათგან მოვისმინოთ, თუ როგორი ცოდნისა და უნარების მქონე კურსდამთავრებულს ისურვებდნენ თავიანთ კომპანიებში“, - ამბობს კერძაია.
პანელური დისკუსია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გახსნა. გუბერნნაატორმა მხარდაჭერა გამოუცხადა ქუთაისისი უნივერსიტეტს და განსაკუთრებული ყურადღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ბიზენს სექტორს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა .
საღამოს მიწურულს, ბიზნეს ვახშმის პარალელურად, უნივერსიტეტმა ახალ პარტნიორებთან მემურანდუმები გააფორმა.