ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ვებინარი -

ვებინარი - "კაპიტალიზმის კრიზისი"

 

მომხსენებელი:

მირზა ხიდაშელი
ქუთაისის უნივერისტეტის პროფესორი

 

 

აღწერა:

2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, „პოპულარული“ გახდა იდეა კაპიტალიზმის წინააღმდეგობრივი ბუნების შესახებ.
კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პერიოდში, სატრანზიტო დერეფნების შენელების პარალელურად, საზოგადოებამ დაინახა, თუ როგორ გაუჭირდა დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს საბაზისო სამედიცინო ტექნიკისა და ეკიპირების შეძენა/წარმოება.
ასე გაუჩნდა კიდევ ერთი ბზარი კაპიტალიზმის იმიჯს.

 

რაოდენ უსიამოვნოც შეიძლება იყოს კრიზისი, მას დადებითი მხარეც აქვს. კერძოდ, იძლევა  არსებული წესრიგის ანალიზის, შეფასებისა და გადალაგების საშულებას. თუმცა სწორედ ამ დროს, ყველა დაინტერესებული ჯგუფი, ცდილობს „მოგყიდოთ“ არსებულისგან განსხვავებული წესრიგი, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტება. 

სოციალისტური პოსტულატებისა და თეორიისათვის მძიმე სოციალური ფონი ზედმეტად ნოყიერი ნიადაგია. სწორედ ამ ნიადაგში აღმოცენდა საბჭოთა კავშირი და ფაშისტური გერმანია.