17-18 აგვისტოს ქუთაისის უნივერსიტეტის მმართველ რგოლსა
და აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს შორის შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ლექტორებთან
უნივერსიტეტის ახალი ხედვებისა და გამოწვევების გაზიარებას თანამედროვე სწავლების მეთოდების
დანერგვისა და კვლევითი საქმიანობის გაძლიერების მიმართულებით.
unik-ის ლექტორები კვლევით საქმიანობას უცხოელ პარტნიორებთან
ერთად განახორციელებენ. შეხვედრაზე ლექტორებს მიეწოდათ ინფორმაცია მათი კვლევითი საქმიანობის
ფინანსური და ინსტიტუციური მხარდამჭერი ინსტრუმენტების შესახებ.
შეხვედრას ვიცე-რექტორები, თამარ კერძაია და სოფიო ხუნდაძე
წარუძღვნენ. გამომსვლელებმა პრეზენტაციისას აქცენტი გააკეთეს საუნივერსიტეტო საქმიანობაში,
საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება/დახვეწაში ლექტორების ჩართულობაზე და მათ როლზე
თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნაში.
ღონისძიებაზე
მოეწყო ინოვაციური სწავლების ტრენინგ ცენტრის პრეზენტაციაც, რომლის მიზანი სწავლებისა
და შეფასების ინოვაციურ მეთოდებში პერსონალის დატრენინგებაა. ტრენინგები კვირის ბოლოდან
ინტენსიურად დაიწყება და ის ქუთაისის უნივერსიტეტის პერსონალისთვის სრულიად უფასო იქნება.