19 აგვისტოს ქუთაისის
უნივერსიტეტის სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრის ფარგლებში, გაიმართა
პირველი ტრენინგი სახელწოდებით „სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო კურსის დაგეგმვა“.
ტრენინგის მიზანია აკადემიური და მოწვეული პერსონალის ცოდნის გაღრმავება სტუდენტზე
ორიენტირებული სასწავლო კურსის ეფექტიანი დაგეგმვის მიმართულებით. ტრენინგს უძღვებოდა
ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის მენეჯერი, ტრენინგ
ცენტრის ტრენერი თინათინ გოგნაძე. ტრენინგი ჩატარდა ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის
ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის. ტრენინგზე დამსწრე პირებს გადაეცათ
ორენოვანი სერტიფიკატი.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის უნივერსიტეტის სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრი, უნივერსიტეტის დაფინანსებით, ინტენსიურ რეჟიმში, სრულად გადაამზადებს ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს.