ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ტრენინგი  ჩატარდა

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ტრენინგი ჩატარდა

23 აგვისტოს ქუთაისის უნივერსიტეტის სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრის ფარგლებში, მორიგი ტრენინგი გაიმართა, რომელსაც ქუთაისის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი თამარ კერძაია და ევროპის უნივერსიტეტის  სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი მარიამ ბოჭოროიშვილი უძღვებოდნენ.  

 ტრენინგი ქუთაისის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ჩატარდა და მიზნად ისახავდა მათი ცოდნის გაღრმავებას სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო კურსის ეფექტიანი დაგეგმვის მიმართულებით.

ტრენინგის მონაწილეებს ორენოვანი სერტიფიკატი გადაეცათ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრი გაიხსნა, რომელიც ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს უფასოდ გადაამზადებს. 


ბოლო სიახლეები