ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ეგიდით ონლაინ შეხვედრა შედგა, სადაც სტუდენტებმა საკუთარი სურვილების შესახებ ილაპარაკეს. იმსჯელეს პროექტებზე, რის განხორციელებასაც საჭიროდ თვლიან იმისთვის, რომ საუნივერსიტეტო გარემომ ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სიცოცხლისუნარანობა ან უკუკავშირი არ დაკარგოს. დაინტერესდნენ UNIK-ის მზაობით კონკრეტული წინადადებების განხორციელებაში. ინიციატივები ძირითადად შემოქმედებითი ხასიათის იყო, რისი რეალიზებაც ეტაპობრივად და უნიკის ადმინისტრაციასთან კონსულტაციით მოხდება.
ქუთაისის უნივერსიტეტისათვის თითოეული სტუდენტის იდეა მნიშვნელოვანია.