ქუთაისის უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა პირველკურსელებთან შეხვედრა გამართა.
ნატალი კიკალიშვილმა სტუდენტებს საგამოცდო პროცესის ადმინისტრირების წესი, გამოცდის ჩატარების პროცედურები, გამოცდის პროცესში სტუდენტის უფლებები და მოვალეობები გააცნო.
სტუდენტები ასევე გაეცნენ გამოცდიდან მოხსნის, ნაშრომის გასწორებაზე უარის თქმის საფუძვლებსა და შედეგების გასაჩივრების დეტალებს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.