ქუთაისის უნივერსიტეტში, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტებმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს.
ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები ანი ჭოლაძე და თინიკო მესხი საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სრული დაფინანსებით, ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.
ორივე მათგანმა სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება ურჩია.