ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მარიამ თავართქილაძე სლოვაკეთში, კომენსკის უნივერსიტეტში

ქუთაისის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მარიამ თავართქილაძე სლოვაკეთში, კომენსკის უნივერსიტეტში "ერაზმუს+" გაცვლითი პროგრამით სწავლობს

ქუთაისის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მარიამ თავართქილაძე სლოვაკეთში, კომენსკის უნივერსიტეტში "ერაზმუს+" გაცვლითი პროგრამით სწავლობს.
 
- რატომ გადაწყვიტე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

- საზღვარგარეთ სწავლა ყოველთვის იყო ჩემი ოცნება, თუმცა საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა 18 წლის ასაკში უცხო გარემოში წასვლა, მიუხედავად სირთულეებისა, ამ შესაძლებლობამ მიმიზიდა, რადგან მინდოდა მეტი გამოცდილება და საერთაშორისო პერსპექტივა მიმეღო ჩემს განათლებაში. ქუთაისის უნივერსიტეტი მთელი ამ პროცესის განმავლობაში აქტიურად დამიდგა გვერდით ვიზისა და ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადების დროს.

- როგორია სწავლა კომენსკის უნივერსიტეტში?

- სწავლა არც ისე მარტივია, მაგრამ წარმოუდგენელი გამოცდილებაა. აკადემიური გარემო საკმაოდ მომთხოვნია, თუმცა ქუთაისის უნივერსიტეტმა მომამზადა სირთულეებისთვის და მათი რეკომენდაციები ძალიან მეხმარება. ყოველ ჯერზე, როცა სირთულეებს ვაწყდები, ვხვდები, რომ სწორედ ეს გამოწვევებია, რაც საერთაშორისო გაცვლით პროგრამებს ასე განსაკუთრებულს ხდის.

- რჩევა, რომელიც სხვა სტუდენტების გამოადგებათ?

- ჩემი რჩევა იქნება, არასდროს თქვათ უარი იმ შესაძლებლობებზე, რასაც უნივერსიტეტი გთავაზობთ. გაცვლითი პროგრამები არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებას გიწყობთ ხელს, არამედ გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობებს, როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიონალურად განვითარდეთ.

- რა სტუდენტურ აქტივობებში აპირებ მონაწილეობის მიღებას გაცვლითი პროგრამის განმავლობაში?

- ამჟამად ვმონაწილეობ ESN-ის (Erasmus Student Network)-ის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში, რაც მაძლევს შესაძლებლობას, შევხვდე უამრავ ახალ ადამიანს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ვისწავლო მათი კულტურა და გავზარდო ჩემი სოციალურ ქსელი. ვგეგმავ, რომ გაცვლითი პროგრამის განმავლობაში მაქსიმალურად ჩავერთო სტუდენტურ ცხოვრებაში, რადგან ეს გამოცდილება სამუდამოდ დარჩება ჩემთან როგორც უნიკალური მოგონებები.


ბოლო სიახლეები