1.
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის აქტიური ჩართულობით, ქუთაისის უნივერსიტეტმა მოიპოვა შესაძლებლობა ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს უფასოდ ჰქონოდათ წვდომა „კურსერას“ სერტიფიცირებულ კურსებზე, რაც განსაკუთრებული შესაძლებლობაა უნივერსიტეტის პერსონალისთვის, აიმაღლონ კვალიფიკაცია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებული პროგრამებისა და კურსების საფუძველზე. შედეგად, ქუთაისის უნივერსიტეტის 11-მა თანამშრომელმა დაასრულა მათთვის სასურველი არაერთი კურსი, მიიღო საინტერესო გამოცდილება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორებისგან და მოიპოვა საერთაშორისო სერტიფიკატები.