სინციანის
სამედიცინო უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის ერთობლივმა ინიციატივამ
კონფუცის ინსტიტუტის გახსნასთან დაკავშირებით ჩინეთის საერთაშორისო განათლების
ფონდის მხარდაჭერა მოიპოვა.
კონფუცის
ინსტიტუტი ქუთაისის უნივერსიტეტში 2021 წლის სექტემბერში გაიხსნება და ქართველ
სტუდენტებს მისცემს საშუალებას, შეისწავლონ ჩინური ენა, ჩაერთონ გაცვლით
საგანმანათლებლო პროექტებში და ეზიარონ ჩინურ კულტურას.
ჩინეთის
საერთაშორისო განათლების ფონდი მზადაა, გამოჰყოს ადამიანური და მატერიალური
რესურსი და გაუწიოს ქუთაისის უნივერსიტეტს ტექნიკური დახმარება ინსტიტუტის
მუშაობისა და განვითარებისთვის.
ქუთაისის
უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური და ტოპ-მენეჯმენტი მოხარულია,
კონფუცის ინსტიტუტის საქმიანობით, ხელი შეუწყოს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკას შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.