ქუთაისის უნივერსიტეტში ფრენბურთის შიდაჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც 4 გუნდი მონაწილეობდა.
ჩემპიონატის გამარჯვებული "Unik Stars” გახდა, საუკეთესო მოთამაშედ კი ანზორ ლომთათიძე დასახელდა.
გულშმატკივრების გარდა, ჩემპიონატს ქუთაისის ქალთა ნაკრების ფრენბურთის მთავარი მწვრთნელი, საქართველოს დამსახურებული სპორტის მოღვაწე ქეთევან ლებანიძე, დამხმარე მწვრთნელი მაკა მაღლაფერიძე და თამაშის მსაჯი მაკა გაბიძაშვილი ესწრებოდნენ.
აღნიშნულ სპორტულ აქტივობაში უნივერსიტეტის რამდენიმე კურსდამთავრებულიც მონაწილეობდა.
ფრენბურთის შიდაჩემპიონატის ორგანიზების მიზანი უნივერსიტეტის ნაკრები გუნდის ჩამოყალიბება იყო.