ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

“ერაზმუს+” საერთაშორისო კრედიტ მობილობა ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის

“ერაზმუს+” საერთაშორისო კრედიტ მობილობა ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის

“ერაზმუს+” საერთაშორისო  მობილობის პროგრამაში მონაწილეობისთვის „ქუთაისის უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. 

კონკურსის ფაგრლებში ხელმისაწვდომია 12 სრულად დაფინანსებული კვოტა ევროკავშირის 5 ქვეყნის (ბელგია, ხორვატია, ლატვია, ლიეტუვა, ბულგარეთი) მიმართულებით, შემდეგი პირობებით:

(1)
მასპინძელი უნივერსიტეტი: ვუკოვარის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ხორვატია
სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის  სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის 2 ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი
სამიზნე პროგრამები: ეკონომიკა და ბიზნეს ადმინისტრირება
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე და 2 სამგზავრო დღე.
სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ფარგლებში 
კვოტა: 2
 
(2)
მასპინძელი უნივერსიტეტი: ლატვიის უნივერსიტეტის რიგის სამედიცინო კოლეჯი, ლატვია
სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე და 2 სამგზავრო დღე.
სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში
კვოტა: 2
 
(3)
მასპინძელი უნივერსიტეტი: მედიმურჯეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი ჩაკოვიჯეში, ხორვატია
სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი
სამიზნე პროგრამები: ბიზნეს ადმინისტრირება და ტურიზმი
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე და 2 სამგზავრო დღე.
სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში
კვოტა: 2
 
(4)
მასპინძელი უნივერსიტეტი:  უტენას კოლეჯი, ლიეტუვა
სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის აკადემიური  პერსონალი
სამიზნე პროგრამები: ბიზნეს ადმინისტრირება
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე  და 2 სამგზავრო დღე. 
სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ფარგლებში. 
კვოტა: 1
 
(5)
მასპინძელი უნივერსიტეტი: PXL გამოყენებით მეცნიერებათა და ხელოვნების უნივერსიტეტი, ბელგია
სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი
სამიზნე პროგრამა: ტურიზმი
სამიზნე ადმინისტრაციული ერთეული: საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე და 2 სამგზავრო დღე. 
სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 160 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში. 
კვოტა: 1
 
(6)
მასპინძელი უნივერსიტეტი: ვილნიუსის ბიზნეს კოლეჯი, ლიეტუვა
სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი
სამიზნე ადმინისტრაციული ერთეული: საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე და 2 სამგზავრო დღე. 
სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ფარგლებში. 
კვოტა: 1
 
(7)
მასპინძელი უნივერსიტეტი: ალბერტას კოლეჯი, ლატვია
სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის  სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი
სამიზნე პროგრამები: აღრიცხვა და აუდიტი; სამართალი
სამიზნე ადმინისტრაციული ერთეული: მარკეტინგის, სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურები
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე და 2 სამგზავრო დღე. 
სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში. 
კვოტა: 2
 
(8)
მასპინძელი უნივერსიტეტი: ველიკო ტარნოვოს წმინდა კირილესა და წმინდა მეთოდეს უნივერსიტეტი, ბულგარეთი
სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის  ადმინისტრაციული პერსონალი
სამიზნე ადმინისტრაციული ერთეული: ნებისმიერი
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე და 2 სამგზავრო დღე. 
სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ფარგლებში. 
კვოტა: 1
 
აკადემიური კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული განაცხადი, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfjOtcE0IIvC93L7BRlOqbVa7veHiL0AUpaFNKRwHySTwzrkw/viewform?usp=sf_link 
 
ადმინისტრაციული კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული განაცხადი, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeGOm7l190gEYx5ZRqemyYnjduzWRMycIaUKeun-7vbpIWeHw/viewform?usp=sf_link 
 
1. გამოცდა ინგლისურ ენაში - B2 დონე ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის და C1 - აკადემიური პერსონალისთვის (20 ნოემბერი, 10:00 საათი).

NotaBene:

(!) შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ინგლისური ენის გამოცდისგან თავისუფლდება ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, რომელსაც აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლების არანაკლებ ერთწლიანი სტაჟი; მოპოვებული აქვს ინგლისური ენის ფილოლოგის ან ინგლისურენოვანი ბაკალავრის/მაგისტრის/დოქტორის ხარისხიდა/ან ფლობს ინგლისური ენის მოთხოვნილ დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს. უკანასკნელ შემთხვევაში, წარმოდგენილი სასერტიფიკატო მინიმალური ქულა CEFR სტანდარტით C1 დონის შესაბამისად უნდა იყოს: IELTS 7.0; Toefl iBT 95; Toelf PBT 627; Cambridge English Scale Score for C1 Advanced (იგივე  CAE) 180. 

(!!) შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ინგლისური ენის გამოცდისგან თავისუფლდება ქუთაისის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი, რომელსაც აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლების მინიმუმ ერთწლიანი სტაჟი; მოპოვებული აქვს ინგლისური ფილოლოგიის ან ინგლისურენოვანი ბაკალავრის/მაგისტრის/დოქტორის ხარისხი; გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უმაღლესი განათლების ნებისმიერ საფეხურზე აქვს საზღვარგარეთ ინგლისურ ენაზე სწავლის მინიმუმ ერთსემესტრიანი გამოცდილება და/ან ფლობს ინგლისური ენის მოთხოვნილ დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს. უკანასკნელ შემთხვევაში, წარმოდგენილი სასერტიფიკატო მინიმალური ქულა CEFR სტანდარტით B2 დონის შესაბამისად უნდა იყოს: IELTS 5.5; Toefl iBT 72; Toelf PBT 543; Cambridge English Scale Score for B2 First (იგივე FCE) 160. 
 
(2.1) ინგლისურ ენაზე ტრენინგ მობილობის გეგმის პრეზენტაცია  ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის (26 ნოემბერი, 14:00 საათი)
გასაუბრება ჩატარდება ონლაინ.
ტრენინგის გეგმა ფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • ·  დაგეგმილი შეხვედრების და აქტივობების აქტუალობა და მნიშვნელობა;
  • ·  მობილობის გეგმის შესაბამისობა უნივერსიტეტის სტრატეგიასთან და პრიორიტეტებთან;
  • ·  ინგლისურ ენაზე თანმიმდევრული ლაპარაკი;
  • ·  მოსალოდნელი შედეგების ღირებულება სამოქმედო გეგმის თვალსაზრისით და/ან მობილობის შედეგების პოტენციური პრაქტიკული გამოყენებადობა;
  • · მობილობის ფარგლებში დასახული გეგმის განხორციელებადობა (თანამშრომლის კვალიფიკაციისა და სამსახუროებრივი კომპეტენციების გათვალისწინებით)

 
(2.2) ინგლისურენოვანი საჩვენებელი ლექცია აკადემიური პერსონალისთვის - (26 ნოემბერი, 18:00 საათი)
საჩვენებელი ლექციები წარიმართება Zoom პლატფორმაზე.
საჩვენებელი ლექციის შეფასების კრიტერიუმები:

  • ·  სასწავლო კურსის თემატიკის ცოდნა;
  • ·  თანმიმდევრული ლაპარაკი; 
  • ·  აუდიტორიასთან კონტაქტი;
  • ·  გამოყენებული სწავლების მეთოდები;
  • ·  შეკითხვებზე პასუხის გაცემის უნარი.

 
დაინტერესებული პირები საკონკურსო კრიტერიუმების დეტალური განმარტებისთვის უნდა გაეცნონ „ქუთაისის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესს.
27 ნოემბერს კომისია გამოავლენს კონკურსის შედეგად მიღებული ყველაზე მაღალი ქულების მქონე 12 აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ შესაბამისი სარეგიტრაციო ფორმა არაუგვიანეს 15 ნოემბრის 12:00 საათისა.
კითხვების შემთხვევაში მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ელ.ფოსტაზე: [email protected] ან [email protected]


ბოლო სიახლეები