17 ივლისს ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის, ასევე, ქუთაისის უნივერსიტეტისა და დაუგავპილსის უნივერსიტეტის (ლატვია) თანაორგანიზებით VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "აქტუალური ეკონომიკური და სოციალური პრობლემები გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში“ დისტანციურად ჩატარდა.
კონფერენციის მუშაობაში ჩართული იყო ორმოცამდე მონაწილე საქართველოდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, ლატვიიდან, გერმანიიდან, თურქმენეთიდან, ინდოეთიდან და კანადიდან.
ქუთაისის უნივერსიტეტიდან კონფერენციაში მონაწილეობდნენ პროფესორები - გოჩა თუთბერიძე, ნიკოლოზ ჩიხლაძე, იოსებ არჩვაძე, მირზა ხიდაშელი, ასოცირებული პროფესორები - ციცინო ძოწენიძე, ნანა ლუხუტაშვილი და თეა ვალიშვილი, დოქტორანტი გოჩა უგულავა.