2021 წლის 9 ივლისს, ქუთაისის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით საერთაშორისო საჯარო ვებინარი - "Peace Education” გაიმართა, რომელშიც ქუთაისის უნივერსიტეტის, ევროპის უნივერსიტეტის, პოლონეთის WSB დობროვა გორნიცას უნივერსიტეტის და ისრაელის დევიდ იელინის კოლეჯის პროფესორებმა მიიღეს მონაწილეობა.
მომხსენებლებმა მიმოიხილეს ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა სამშვიდობო განათლების მნიშვნელობა კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ გარემოში ისრაელი-პალესტინის, ასევე მეორე მსოფლიო ომის შემდგომი იაპონიისა და გერმანიის მაგალითზე.
ასევე განიხილეს თურქეთის საგანმანათლებლო პოლიტიკა და საქართველოს სამოქალაქო განათლების გამოწვევები. მომხსენებლებმა აუდიტორიას გაუზიარეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მულტიკულტურული სასწავლო პროცესის მართვის საუკეთესო პრაქტიკები.
ქუთაისის უნივერსიტეტის მხრიდან ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან კუხიანიძემ წარადგინა მოხსენება თემაზე: „სამოქალაქო განათლება საქართველოში: წარსულის გამოცდილება და სამომავლო გამოწვევები“.
ვებინარის დასრულების შემდგომ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.