ქუთაისის უნივერსიტეტსა და ხორვატიის PAR საუნივერსიტეტო კოლეჯს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, განამტკიცონ და განავითარონ მჭიდრო თანამშრომლობა ბიზნეს ადმინისტრირების, ტურიზმის მენეჯმენტის, ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში, ასევე დაგეგმონ და განახორციელონ ერთობლივი სამეცნიერო/კვლევითი პროექტები, უზრუნველყონ ინფორმაციის ურთიერთგაზიარება, ვებინარების/კონფერენციების ორგანიზება, სტუდენტთა და აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის უნივერსიტეტსა და PAR საუნივერსიტეტო კოლეჯს შორის დამატებით ხელი მოეწერა ინსტიტუციონალურ შეთანხმებას ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის შესახებ, რომლის წარმატების შემთხვევაში, მხარეებს შორის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო აკადემიური მობილობა განხორციელდება.