2021 წლის 8-9 ოქტომბერს ქუთაისის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - "კოვიდ-19-თან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები ეკონომიკაში, ბიზნესსა და მედიცინაში" გაიმართება.
ქუთაისის უნივერსიტეტთან ერთად, კონფერენციის თანაორგანიზატორიები არიან ევროპის უნივერსიტეტი (თბილისი) და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი).
კონფერენციის მიზანია ეკონომიკააში და კონკრეტულად ბიზნესის სექტორში, ისევე როგორც მედიცინაში პანდემიით გამოწვეული პრობლემების განხილვა და შესაბამისი პოლიტიკების შემდომი რესტრუქტურიზაციის დაგეგმვა.
კონფერენციის მონაწილეები დაიყოფიან თემატურ სამუშაო ჯგუფებად, იმსჯელებენ ზემოაღნიშნულ საკითხებზე და წარადგენენ თავიანთ ნაშრომებს.
კონფერენცია ასევე მოიცავს სოციალიზაციის არსებით ელემენტებს, როგორიცაა გალა ვახშამი და ქალაქის ტური.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კონფერენცია ქუთაისის უნივერსიტეტის დაარსების ოცდამეათე წლისთავს ეძღვნება.