"ქუთაისის უნივერსიტეტის" სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ახალი ხელმძღვანელი სამსახურის სიახლეების და სამომავლო გეგმის წარსადგენად უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეხვდა.
შეხვედრის პირველი ნაწილი გაცნობითი ხასიათის იყო, ცენტრის ხელმძღვანელი სტუდენტებს გაეცნო და სამსახურის ძირითადი საქმიანობების შესახებ გაუზიარა ინფორმაცია. მეორე ნაწილი კი სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საჭიროებების დადგენას დაეთმო.
შეხვედრაში მონაწილე ახალგაზრდებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს და კონკრეტული საჭიროებები გამოავლინეს, რომელიც სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის სამომავლო გეგმაში აისახება.