2021 წლის 22-24 თებერვალს, საერთაშორისო ასოციაცია Businet-ის ორგანიზებით ვირტუალური სტუნდენტური კონფერენცია Thinking Employment გაიმართა.
კონფერენციის მიზანს სტუდენტებისთვის დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაცნობა წარმოადგენდა. ღონისძიებაზე აქცენტი გაკეთდა ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ექსპერიმენტული სწავლება, ემოციური ინტელექტი, ასევე თვითდაჯერებულობის ზრდა.
სესიები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის დროსაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წინასწარ მიცემული დავალებების საფუძველზე, თეორიული ცოდნა მიეღოთ წამყვანი სპეციალისტებისგან და ინდივიდუალური პრეზენტაციები წარედგინათ.
ქუთაისის უნივერსიტეტის მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ტურიზმის მენეჯმენტის და ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა გიორგი ხუციძემ და გოჩა ქარდავამ, ხოლო მენტორის რანგში ქუთაისის უნივერსიტეტის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ლექტორი, ასისტენტ პროფესორი ანი კალანდია ხელმძღვანელობდა სტუდენტების 4-5 კაციან ჯგუფს, რაც გულისხმობდა მონაწილეებისთვის ცოდნის გაზიარებასა და საკონფერენციო მასალების მომზადებაში მათ დახმარებას.
როგორც სტუდენტებს, ისე ლექტორს კონფერენციაში მონაწილებისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.