ქუთისის უნივერსიტეტი პროექტის „Bologna Hub Peer Support” მონაწილეა. პროექტი მიზნია, ხელი შეუწყოს ბოლონიის ძირითადი ვალდებულებების განხორციელებას და მისი ინსტრუმენტების დანერგვას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში (EHEA).
პროექტი გულისხმობს უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებების გამოწვევებისა და გამოცდილებების გაზიარებას საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება სამუშაო შეხვედრები საერთაშორისო ექსპერტის, პროფ. ვოლკერ გემლიჰის მონაწილეობით. პროფ. გელმიჰი არის გერმანიის ოსნაბრუკის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორი. მას აქვს საგანმანათლებლო სისტემაში მუშაობის დიდი გამოცდილება, არის უამრავი საგანმანათლებლო პროექტების მონაწილე (EU, Council of Europe, GIZ, National Ministries, World Bank, HRK, DAAD), აქვს დიდი გამოცდილება სამსაფეხურიანი პროგრამების დანერგვისა და ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში ექსპერტი შეაფასებს და კონსულტაციებს გაუწევს ქუთაისის უნივერსიტეტს სამი მიმართულებით: სამსაფეხურიანი საგანმანათლებლო სისტემის განვითარება, სწავლის შედეგების განვითარება, სასწავლო გეგმების, მოდულების განვითარება. სამუშაო შეხვედრები დაგეგმილია 2021 წლის სექტემბრიდან. პროექტის ფარგლებში შეფასედება ქუთაისის უნივერსიტეტის მიერ რეკომედაციების დანერგვისა და გათვალისწინების პროცესი. პროექტში მონაწილეობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქუთაისის უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას და საგანმანათლებლო პროცესის სათანადოდ და ხარისხიანად განხორციელებას.