ქუთაისის უნივერსიტეტი GUNI-ის ინოვაციური ქსელის მუდმივი ინსტიტუციური წევრია
მიმდინარე წლის 29 სექტემბრის მონაცემებით, ქუთაისის უნივერსიტეტი GUNi-ის
უაღრესად ინოვაციური ქსელის მუდმივი ინსტიტუციური წევრია, რაც ნიშნავს, რომ გაგზავნილი
წევრობის განაცხადი უნივერსიტეტისთვის წარმატებული აღმოჩნდა.
GUNi- ს წევრობა ქუთაისის უნივერსიტეტს
ცოდნის, ინფორმაციის, მასალების გაცვლისა და უმაღლესი განათლების პოლიტიკის მართვის
პრაქტიკისა და საერთაშორისო დღის წესრიგის სხვა ახალი პრაქტიკული საკითხების
გაცნობისთვის ეფექტურ პლატფორმას სთავაზობს და უნივერსიტეტს საშუალებას მისცემს, მჭიდროდ ითანამშრომლოს თანამოაზრე უნივერსიტეტებთან,
კვლევით ცენტრებსა და სხვა შესაბამის დაწესებულებებთან, რომლებიც იზიარებენ საზოგადოებაში
უმაღლესი განათლების როლის გაღრმავების პასუხისმგებლობას, საზოგადოებრივი სამსახურის,
სოციალური პასუხისმგებლობისა და ინოვაციების გზით.
აღსანიშნავია, რომ GUNi 1999 წელს, იუნესკოს მიერ გამართული უმაღლესი
განათლების შესახებ პირველი მსოფლიო კონფერენციის შემდეგ შეიქმნა, რათა გაემარტივებინა
და გაეკონტროლირებინა მისი ძირითადი გადაწყვეტილებების განხორციელება.
GUNi მხარდაჭერილია იუნესკოსა და კატალონიის საზოგადოებრივი უნივერსიტეტების
ასოციაციის მიერ (ACUP), რომელიც მის სამდივნოსა და დირექტორატს 2014 წლიდან მასპინძლობს.
ამჟამად GUNi უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და მენეჯმენტის სფეროში
მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა და ამასთან, იგი ძირითადი საცნობარო-საინფორმაციო
დაწესებულებაა უმაღლეს განათლებაში 2030 წლის გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის
აღსრულებასთან დაკავშირებით.
GUNi უმაღლესი სასწავლებლების, იუნესკოს თავმჯდომარეებისა და კვლევითი
ცენტრების ჩათვლით 80 ქვეყნიდან 250 წევრს აერთიანებს.
ქსელის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია
GUNi ვებგვერდზე - www.guninetwork.org