ქუთაისის უნივერსიტეტში Erasmus +CBHE პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის "ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში" (E-PSY 617980-EPP-1-2020-1-GE-EPPKA2-CBHE-SP) ფარგლებში, ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიებას პროექტის მკვლევარი ფსიქოლოგები, ნინო ქარსელაძე და ბაია კუბლაშვილი გაუძღვნენ და მას ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა.
შეხვედრაზე ხელმძღვანელებმა ისაუბრეს ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ, მოხდა პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის და ვიდეორგოლის ჩვენება, სტუდენტებსა და პროექტის მონაწილეებს შორის გაიმართა დისკუსია და ფსიქიკური/ფსიქოლოგიური პრობლემების განხილვა.
ღონისძიება კოვიდ რეგულაციების დაცვით ჩატარდა და შეხვედრის ბოლოს ყველა მონაწილეს საჩუქრები გადაეცა.