ქუთაისის უნივერსიტეტსა და ვროცლავის ბიზნეს უნივერსიტეტს (პოლონეთი) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით ისახავს, როგორებიცაა: ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმის მენეჯმენტი, ეკონომიკა და ფინანსები.
მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მობილობას როგორც ერასმუსის პროგრამის, ისე ბილატერალური ფორმატის ფარგლებში, შეუწყონ ხელი.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის უნივერსიტეტსა და ვროცლავის ბიზნეს უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი ერთობლივი კვლევითი აქტივობების, კონფერენციებისა და სასწავლო კურსების დაგეგმვას ითვალისწინებს.