ქუთაისის უნივერსიტეტსა და კალიფორნიის ბაპტისტურ უნივერსიტეტს (აშშ) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები
გამოთქვამენ მზადყოფნას, ხელი შეუწყონ ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებასა
და სტუდენტებისა თუ აკადემიური პერსონალის მობილობას.
აღსანიშნავია,
რომ კალიფორნიის ბაპტისტური
უნივერსიტეტი უმაღლესი განათლების ამერიკული ასოციაციის წევრი, მრავალპროფილური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 150 საბაკალავრო,
45 სამაგისტრო და 7 სადოქტორო პროგრამას ახორციელებს და ამერიკის მასშტაბით საუკეთესო კამპუსის
მქონე უნივერსიტეტების ხუთეულშია.