ხმელნიცკის ეროვნულ უნივერსიტეტში ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამაში მონაწილეობისთვის შესარჩევი კონკურსის შედეგები ცნობილია.
კონკურსის შედეგად, ქუთაისის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტირების პროგრამიდან გამარჯვებული სტუდენტი გამოვლინდა.
დავით გეგუჩაძე, ერთ სემესტრს ხმელნიცკის ეროვნულ უნივერსიტეტში, უკრაინაში გაატარებს.
აღსანიშნავია, რომ მობილობის პერიოდში სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, სასწავლო გეგმასთან თავსებადი მრავალფეროვანი კურსები აირჩიოს და ასევე მასპინძელი უნივერსიტეტის პრაქტიკულ და ექსტრა-კურიკულარულ აქტოვობებში ჩაერთოს.