ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

სრულად დაფინანსებული მობილობა ხმელნიცკის ეროვნულ უნივერსიტეტში

სრულად დაფინანსებული მობილობა ხმელნიცკის ეროვნულ უნივერსიტეტში

ქუთაისის უნივერსიტეტი აცხადებს სრულად დაფინანსებულ სტუდენტურ შესარჩევ კონკურსს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად:

  • მასპინძელი უნივერსიტეტიხმელნიცკის ეროვნული უნივერსიტეტი, უკრაინა

  • სამიზნე საგანმანათლებლო პროგრამები: ეკონომიკა, ტურიზმი, ბიზნესის ადმინისტრირება

  • მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2021/2022 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი, 5 თვე

  • სასტიპენდიო შეთავაზება: უფასო სწავლა, მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, სტუდენტურ საცხოვრებელში უფასო განთავსება

  • ადგილების რაოდენობა2

შესარჩევი კონკურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle-ის პლატფორმების გამოყენებითა და ქუთაისის უნივერსიტეტის „საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის“ შესაბამისად.

  • გამოცდა ინგლისურ ენაში - დონე B2 (ოთხშაბათი, 26 იანვარი, 12:00)

შენიშვნა: თუ სტუდენტი წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ ისეთ ვალიდურ საერთაშორისო სერთიფიკატებს, როგორიცაა: IELTS, TOEFL, CAMBRIDGE, მას არ უწევს აღნიშნული გამოცდის ჩაბარება და კომისია საორიენტაციოდ იღებს მის სასერთიფიკატო გამოცდის ქულას. 

  • გასაუბრება ინგლისურ ენაზე  (პარასკევი, 28 იანვარი, 16:00)

ორშაბათს, 31 იანვარს, კომისია გამოავლენს კონკურსის შედეგად მიღებულ ყველაზე მაღალი ქულების მქონე 2 სტუდენტს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ ქართულენოვანი სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/zcWmGUJ9cVFwTvF77 

განაცხადების მიღება შეწყდება ორშაბათს, 24 იანვარს, შუა დღის 12:00 საათზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს, ელ.ფოსტაზე: [email protected] 

 


ბოლო სიახლეები