ქუთაისის უნივერსიტეტსა და მალაგის უნივერსიტეტს (ესპანეთი) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტის მიზანია, აკადემიური და საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და კვლევით და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებასა და სტუდენტებისა თუ აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობა.
აღსანიშნავია, რომ მალაგას უნივერსიტეტი მრავალპროფილური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 58 საბაკალავრო და 53 სამაგისტრო პროგრამას ახორციელებს და 35,000-მდე სტუდენტს აერთიანებს.