ხმელნიცკის ეროვნულ უნივერსიტეტში საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობისთვის შესარჩევი კონკურსის შედეგები ცნობილია.
კონკურსის შედეგად, ქუთაისის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტირების პროგრამის სტუდენტი ლუკა ჯანელიძე ერთ სემესტრს უკრაინაში, ხმელნიცკის ეროვნულ უნივერსიტეტში გაატარებს.
აღსანიშნავია, რომ მობილობის პერიოდში სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, სასწავლო გეგმასთან თავსებადი მრავალფეროვანი კურსები აირჩიოს და მასპინძელი უნივერსიტეტის პრაქტიკულ და ექსტრა-კურიკულარულ აქტოვობებში ჩაერთოს.