ქუთაისის უნივერსიტეტსა და ვარნას თავისუფალ უნივერსიტეტს (ბულგარეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტის ხელმოწერით, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და სტუდენტებისა თუ აკადემიური პერსონალის მობილობის განხორციელებას შეუწყონ ხელი.
აღსანიშნავია, რომ ვარნას თავისუფალი უნივერსიტეტი ქუთაისის უნივერსიტეტის 27-ე საერთაშორისო პარტნიორი გახდა.
ვარნას თავისუფალი უნივერსიტეტი ბულგარეთის უდიდესი კერძო უნივერსიტეტია, რომელიც ბულგარელ და საერთაშორისო სტუდენტებს პრიორიტეტულ სფეროებში ამზადებს და საერთაშორისოდ კონკურენტუნარიან სამეცნიერო და აკადემიურ პროდუქტს ქმნის.