ქუთაისის უნივერსიტეტსა და ბალტიის საერთაშორისო აკადემიას (ლატვია) შორის ინსტიტუციონალური ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და სტუდენტთა ბილატერალური მობილობის ხელშეკრულება გაფორმდა.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტებზე ხელმოწერით, მხარეები სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის, ერთობლივი კვლევითი თუ ექსტრა კურიკულარული აქტივობების განხორციელების ხელშეწყობისთვის გამოთქვამენ მზადყოფნას.
ბალტიის საერთაშორისო აკადემია ბალტიისპირეთის რეგიონში ერთ-ერთ უდიდეს არასამთავრობო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს, რომელიც 26 სასწავლო პროგრამას 8 სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.