ქუთაისის უნივერსიტეტსა და კალისიის უნივერსიტეტს (პოლონეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტის ხელმოწერით, მხარეებმა მზადყოფნა ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და სტუდენტებისა თუ აკადემიური პერსონალის მობილობის განხორციელების ხელშეწყობაზე გამოთქვეს.
ცნობისთვის, რომ კალისიის უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის საფუძვლიანი პროფესიული მომზადებისა და შესაბამისი პრაქტიკის უზრუნველსაყოფად, კონტაქტებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან და საწარმოებთან, როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ ამყარებს და ინარჩუნებს.