ქუთაისის უნივერსიტეტსა და პერსონალის მენეჯმენტის უნივერსიტეტს (კონინი, პოლონეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტის ხელმოწერით, მხარეებმა მზადყოფნა ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და სტუდენტებისა თუ აკადემიური პერსონალის მობილობის განხორციელების ხელშეწყობაზე გამოთქვეს.
პერსონალის მენეჯმენტის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო შეთავაზება ხელმისაწვდომია ყველა ასაკის ადამიანისთვის, რომელთაც ცოდნის გაღრმავება და პროფესიული უნარების გაფართოება სურთ.
უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზანია თანამედროვედ მოაზროვნე ლიდერების აღზრდა, რომლებიც ადგილობრივ და გლობალურ გამოწვევებს ეფექტურად გაუმკლავდებიან.