"სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022" პროექტის ფარგლებში, რომელიც "ქუთაისის უნივერსიტეტში" ხორციელდება, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის (CELA) და ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით, ქუთაისში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე "ქუთაისის უნივერსიტეტის" ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა თათია ხარაბაძემ მონაწილეებს პროექტის მართვის ძირითადი მახასიათებლები, სამიზნე ჯგუფის იდენტიფიცირების, აქტივობების დაგეგმვის და განხორციელებისთვის საჭირო კომპონენტები გააცნო.
საუბარი შეეხო მეთოდოლოგიას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია პროექტის ფარგლებში სამიზნე ჯგუფის მონაწილეთა შერჩევა. შეხვედრის პრაქტიკულ ნაწილში, მონაწილეებმა ინტერაქციულად მიზნისა და ამოცანების დავიწროების გზებზე იმუშავეს.
"ქუთაისის უნივერსიტეტში" პროექტის რეგიონული კოორდინატორი სამოქალაქო განათლების ლექტორი და სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურის უფროსი თინათინ მეფარიშვილია.