ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის და მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგს სახელწოდებით "სწავლების თანამედროვე მეთოდები უმაღლეს განათლებაში" ტალინის უნივერსიტეტის პროფესორი ნატალია გურვიტსი უძღვებოდა.
ტრენინგს ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდნენ, მონაწილეებს ასევე საშუალება ჰქონდათ მას ონლაინ რეჟიმში დასწრებოდნენ.