E-PSY პროექტის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (617980-EPP-1-2020-1-GE-EPPKA2-CBHE-SP) ფარგლებში, პოლონეთში, ბიდგოშჩის უნივერსიტეტში (WSG) პროექტის პარტნიორ უნივერსიტეტთა სამუშაო ვიზიტი განხორციელდა.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი და პროექტის ავტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ინდირა ძაგანია. მასპინძელ უნივერსიტეტში კი შეხვედრებს ორგანიზება გაუწია ირენა კუდლინსკამ.
ქუთაისის უნივერსიტეტიდან შეხვედრებში მედიცინის ფაკულტეტის დეკანი თამარ პერტაია მონაწილეობდა.
ვიზიტის მთავარი მიზანი საერთაშორისო პარტნიორის გამოცდილების გაზიარება იყო. პროექტის წევრებმა რობერტო ლაუკსმა, ევა კაინიევსკამ და მაგდანელა ბერგმანმა სტუმრებს დეტალურად დაათვალიერებინეს სამედიცინო და სოციალური სერვის-ცენტრები, სხვადასხვა სახის სენსორული ოთახები, გააცნეს მათი ინფრასტრუქტურა და მუშაობის პრინციპები. ასევე, დემენციის მქონე პაციენტთათვის, წარმოადგინეს უახლესი სიმულაციური დანადგარები.
დელეგაციის წევრები შეხვდნენ როგორც ბიდგოშჩის უნივერსიტეტის პრეზიდენტს კრისტოფ სიკორას და ვიცე-რექტორს საერთაშორისო მიმართულებით, მარზენა სობცზაკ-მიჩალოვსკას, აგრეთვე ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებს. პროექტის წევრებისათვის დაგეგმილი იყო ვიზიტი პოლონეთის სხვა ქალაქებშიც. კერძოდ, მოინახულეს ჩელმნო და ტორუნი.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტსა და ბიდგოშჩის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.