ქუთაისის უნივერსიტეტში თანამშრომელთა ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურის ორგანიზებით, შეფასების შედეგებზე რეაგირებების მიზნით, ადმინისტრაციული პერსონალის დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
საზეიმო ცერემონიაზე, უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა გოჩა თუთბერიძემ მადლობა გადაუხადა ადმინისტრაციულ პერსონალს გაწეული შრომისთვის, სასწავლო წლის საინტერესო და წარმატებული წარმართვისთვის, ხოლო თანამშრომლებს, რომლებიც შეფასების ჯამური რეიტინგის თანახმად, განსაკუთრებულად მაღალი შეფასებით გამოირჩეოდნენ მადლობის სიგელები და ფულადი პრიზები გადასცა.
Unik-ში წარმატებული საუნივერსიტეტო საქმიანობისთვის, ადმინისტრაციული პერსონალის დაჯილდოება ტრადიაცია და ყოველწლიურად ხორციელდება. მოქმედი წესდების თანახმად, თანამშრომლები ფასდებიან 360-გრადუსიანი შეფასებით, რომელშიც მონაწილეობენ როგორც უშუალო ხელმძღვანელები, ასევე კოლეგები.