ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტში კინოჩვენებების თემატური სესიები დაიწყო

ქუთაისის უნივერსიტეტში კინოჩვენებების თემატური სესიები დაიწყო

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრისა და  ბიბლიოთეკის თანამშრომლობის ფარგლებში, ქუთაისის უნივერსიტეტში სტუდენტთა საგანმანათლებლო ინტერესებიდან გამომდინარე, კინოჩვენებების თემატური სესიები დაიწყო.

პირველ შეხვედრაზე, ქართულენოვანი გახმოვანებით, ნაჩვენები იქნა  2014 წლის ფილმი "The Judge" - “მოსამართლე“, რომელიც წარდგენილია 9 სხვადასხვა ფესტივალისა თუ დაჯილდოების ნომინაციებზე, მათ შორის ოსკარის საუკეთესო დამხმარე მამაკაცი მსახიობის ნომინაციაზეც (რობერ დიუვალი). ფილმი წარმატებული ადვოკატის ცხოვრებას ეხება.
 
კინოჩვენებების თემატური სესია სტუდენტებთან ინტერაქციის ფორმატში, კვირაში ერთხელ, ქუთაისის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება.


ბოლო სიახლეები