13 ივნისს, 15:00 საათზე ქუთაისის უნივერსიტეტში ონლაინ აკადემია "IBEL ACADEMY“-ის პრეზენტაცია გაიმართება.
“IBEL ACADEMY“ თავის დარგში ნოვატორი და განსაკუთრებით 21-ე საუკუნის უდიდესი გამოწვევების ფონზე ერთ-ერთი წარმატებული სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც თავისი მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს მაღალი სტანდარტის შესაბამის განათლებას, რომლის სერტიფიკატებიც აღიარებულია ევროპის 52 ქვეყანაში.
აკადემიის მიზანია ხელი შეუწყოს კვალიფიციური პროფესიონალების მომზადებას, რომელთაც ექნებათ ფართო ცოდნა თანამედროვე ფსიქოლოგიის ახალ მიდგომებსა და ფსიქოთერაპიის სინთეზის სფეროში.
შეხვედრა ქუთაისის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება და დასწრება თავისუფალია.