ქუთაისის უნივერსიტეტში დოქტორანტ გოჩა უგულავას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა გაიმართა
ქუთაისის უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ გოჩა უგულავას სადისერტაციო ნაშრომის - "ტერიტორიული ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული დაგეგმვის პრობლემები და მისი სრულყოფის ძირითადი მიმართულებები საქართველოში", საჯარო დაცვა გაიმართა.
დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფესორი ნიკოლოზ ჩიხლაძე.
რეცეზენტები:
- მალხაზ ჩიქობავა- ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
- გურამ უფლისაშვილი- ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
სადისერტაციო ნაშრომის დაცვას ესწრებოდნენ კომისიის წევრები:
- იოსებ არჩვაძე- ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი;
- ეკატერინა ბაბუნაშვილი-ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
- მირზა ხიდაშელი - ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი;
- გიორგი ღავთაძე - ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
- გივი ბედიანაშვილი - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, "ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორი;
- რევაზ გველესიანი - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
- რევაზ მანველიძე - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
დაცვაზე დოქტორანტმა ნაშრომის პრეზენტაცია გამართა და კომისიის წევრების კითხვებს უპასუხა. მათ შეაფასეს ნაშრომი და თემის ირგვლივ სამეცნიერო დისკუსია გამართეს.
დაცვის კომისიის შეფასებით, გოჩა უგულავამ ნაშრომი წარმატებით დაიცვა.